Monday, August 16, 2010

რას ვაკეთებთ

ჩვენ ვაშენებთ ოჯახებს იმ ბავშვებისათვის ვისაც ეს სჭირდება, ვეხმარებით მათ საკუთარი მომავლის ფორმირებაში და ვმონაწილეობთ მათი საზოგადოებების განვითარებაში.

ჩვენ ვაშენებთ ოჯახებს იმ ბავშვებისათვის, ვისაც დახმარება ესაჭიროებათ

ჩვენ ვზრუნავთ დაობლებულ და მიტოვებულ ბავშვებზე, ან რომელთა ოჯახებსაც არ შესწევთ საკუთარ ბავშვებზე ზრუნვის უნარი. ჩვენ ვაძლევთ ამ ბავშვებს ხანგრძლივი ოჯახური კავშირების დამყარების შესაძლებლობას.
SOS ბავშვთა სოფელში ბავშვებზე მზრუნველობის ოჯახური მიდგომა დაფუძნებულია ოთხ პრინციპზე: თითოეულ ბავშვს სჭირდება დედა, იგი იზრდება შეძლებისდაგვარად ბუნებრივად, და-ძმასთან ერთად, საკუთარ სახლში, სოფლის გარემოში.

ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს საკუთარი მომავლის ფორმირებაში

საშუალებას ვაძლევთ ბავშვებს იცხოვრონ საკუთარი კულტურისა და რელიგიის მიხედვით და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.

ვეხმარებით ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების, ინტერესებისა და ტალანტის შეცნობასა და გამოვლენაში.

უზრუნველვყოფთ, რომ ბავშვებმა მიიღონ განათლება და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში წარმატებით დამკვიდრება და ამ საზოგადოების ცხოვრებაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ბავშვების საზოგადოების განვითარებაში

ჩვენ ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების ყველაზე მეტად დაჩაგრული ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური განვითარებაზე.

ჩვენ ვაარსებთ უწყებებსა და ვქმნით პროგრამებს, რომელთა მიზანია ოჯახების გაძლიერება და ბავშვების მიტოვების აღკვეთა.

ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს საზოგადოების წევრებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ბავშვების განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სწრაფი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს.